2016 წლის 20 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, შსს სსიპ 112-ის ინოვაციური პროექტის „კოსმიური ხომალდის“ გამარჯვებული ბავშვები „112“-ს ესტუმრნენ.  

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, ბავშვებმა მოისმინეს პრეზენტაცია 112-ის შესახებ და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღეს ინფორმაცია, თუ რა დროს უნდა დარეკონ გადაუდებელი დახმარების ნომერზე, როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან და რა სანქციები არსებობს ცრუ და არამიზნობრივი ზარის განხორციელების შემთხვევაში. „112-ის კოსმიური ხომალდის“ წევრებმა დაათვალიერეს ქოლ-ცენტრი და გაეცნენ რეალურ სამუშაო პროცესს. 

შეხვედრის დასასრულს ბავშვებს, სამახსოვროდ საჩუქრები გადაეცათ. 

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112 წარმოდგენილი იყო ინოვაციური საბავშვო პროექტით – „კოსმიური ხომალდი“. 112-ის მთავარი გზავნილები ბავშვებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიეწოდათ. კერძოდ, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მონაწილეობით მათ შეძლეს გამხდარიყვნენ „112-ის კოსმიური ხომალდის“ წევრები. გამარჯვებულებს კი გადაეცათ სპეციალური საშვი, რომლითაც 112-ში სტუმრობის უფლება მიეცათ.

[/su_spoiler]