შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ს საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი, სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსი მაიკ მაკმენი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების ატაშე ბრუნო ბალდუკი ესტუმრნენ.

სტუმრებმა 112-ში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

მათი ვიზიტის მიზანი, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, 112-ის ინიციატივით დაწყებული კამპანიის განხორციელება იყო, რომელიც არარეზიდენტებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდას ემსახურება.

112-ის დაკვეთით, 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ტურისტების 76%-მა არ იცის, გადაუდებელი დახმარების რომელი ნომერი მოქმედებს საქართველოში. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, 112-ის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია განახორციელა.

პროექტი დღეიდან დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით გაგრძელდება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კამპანიის საბოლოო შედეგის მიღწევაში. აშშ-სა და საფრანგეთის საელჩოების გარდა, 112-ის პროექტში საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები აქტიურად ჩაერთვებიან.

[/su_spoiler]