დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112–ის დეპარტამენტის ანალიტიკური სამსახურისა და თბილისის მერიის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებმა ე.წ ჭკვიანი ჭუქნიშნების მოწყობის თემაზე პრეზენტაცია გამართეს და დეპუტატებს სატრანსპორტო პრობლემების აღმოფხვრის შესახებ პროექტები წარუდგინეს.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში 112–ის მისიის, სტატისტიკის, ახალი სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ იყო საუბარი. ცენტრის წარმოამადგენელთა განცხადებით, ქართველი პროგრამისტების მიერ შემუშავებულ იქნა სპეციალური ელექტონული სისტემა – ERC 112, რომელიც მაღალტექნოლოგიური ცენტრის მისიისა და ძირითადი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების გარანტია.
თბილისის მერიის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის უფროსის პაატა ჯაჭვლიანის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია კი, საგზაო ქსელის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გზებზე უსაფრთხოების გაუმჯობესებას ეხებოდა.
გიორგი ალებეგაშვილის განცხადებით, საკრებულოს ერთ–ერთი მთავარი ამოცანა ბევრ სხვა საკითხთან ერთად, დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაა და მისივე თქმით საკრებულო აგრძელებს მუშაობს მათი დროული გადაწყვეტის მიზნით.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრად დანიშვნის შემდგომ, საქართველოს შინაგან სამინისტროს 112–ის დეპარტამენტში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს საქართველოს 112 „ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციაში“ გაწევრიანდა.
„მოხარული ვარ, რომ ეს ნაბიჯები გადაიდგა და დღეს საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე არაწევრ ქვეყნებთან ერთად, ამ მიმართულებით, კოორდინირებულ მუშაობას ახორციელებს. გაიწერა 112–ის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია. ასევე, სპეციალურად ტურისტებისათვის და საქართველოს მაღალი რისკის მქონე რეგიონებში გადაადგილებული პირებისათვის, შეიქმნა 112-თან დაკავშირების ალტერნატიული არხი – GPS ტრეკერის სახით. დაწყებულია მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, კერძოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის 112-თან მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაკავშირების თაობაზე, რომელიც ხელმისაწვდომი 2015 წელს გახდება“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. სატრანსპორტო პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისია, კვალავ განაგრძობს კოორდინირებულ თანამშრომლობას, როგორც 112-თან, ასევე თბილისის მერიის შესაბამის სამსახურთან.