2015 წლის, 10 თებერვალს, 112-ის წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საინფორმაციო აქტივობა განახორციელეს. მგზავრებს მიეწოდათ ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ, რა დროს და როგორ უნდა განახორციელონ ზარი 112-ში.
აღნიშნული ღონისძიება 112-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განხორციელდა.
112-მა სამსახურის მუშაობის სპეციფიკის დეტალურად გაცნობის მიზნით საინფორმაციო სტენდები თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და მესტიის აეროპორტებში განათავსა. აღნიშნულ სტენდებში მოთავსებულია საინფორმაციო ბროშურები და ფლაერები, რათა ნებისმიერმა მგზავრმა მიიღოს ინფორმაცია საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ.
112-ის დღედ 11 თებერვალი, 2009 წელს გამოცხადდა. აღნიშნული ნომერი მთელ ევროპასა და საქართველოში ფუნქციონირებს.