2015 წლის 9 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს კოლუმბიის რესპუბლიკის უწყებათაშორისი დელეგაციის წევრები ეწვივნენ.



ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცის წევრები საქართველოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის საქმიანობას გაეცნენ და ქვეყანაში მოქმედი, გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის – 112-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.



სტუმრებს საშუალება მიეცათ ადგილზე გასცნობოდნენ 112-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას, დაკვირვებოდნენ ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის თითოეულ წევრს 112-ის ხელმძღვანელობამ, სამახსოვროდ, საჩუქრები გადასცა.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ექვსი სხვადასხვა უწყების: კოლუმბიის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის სამინისტროს, უსაფრთხოებისა და გადაუდებელ საქმეთა სააგენტო „123“-ის, შემოსავლების და საბაჟო სამსახურის, სამოქალაქო რეესტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის, სანოტარო და რეგისტრაციის სამსახურის და საჯარო რეესტრის წარმომადგენლები.

კოლუმბიის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის მიზანია ქართველი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და ბოლო წლებში გატარებულ სტრუქტურული რეფორმების გაცნობა, რომელთა შედეგადაც დამკვიდრდა წარმატებული პრაქტიკა ელექტრონული მმართველობის, ბიუროკრატიის შემცირებისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროში.

[/su_spoiler]