112-ის ოპერატიული მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ ტატალაშვილმა თანამშრომლებს „მადლობის სიგელები გადასცა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების დროს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის 112-ის თანამშრომლები მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ.
კერძოდ, მინისტრის მადლობა 112-ის იმ თანამშრომლებმა დაიმსახურეს, რომლებმაც განსაკუთრებული უნარები გამოავლინეს მოქალაქეებისგან შეტყობინების ოპერატიულად მიღებისა და შესაბამისი სამსახურებისთვის აღნიშნული ინფორმაციის გადაცემის დროს.
დაჯილდოვებული თანამშრომლები:
- თამარ იაკობიშვილი
- სალომე პაპუაშვილი
- გურანდა ბელქანია
- ეკა გეგეჭჯორი
- ნანუკა ნაროზაული
- თეა ტალახაძე
- მედეა მდივანი
- ნინო ლაშხი
- მარინე ჩხაიძე
- ვერა კიკვაძე
- ლევანი ბუკია
- სალომე რეხვიაშვილ
- ლელა ამირველაშვილი-აფრასიძე
- სოფიკო ქარდავა
- თამარ ლაჩაშვილი
- ელგუჯა ლობჟანიძე
- კახა ჩიხრაძე