კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი https://er.moh.gov.ge/ ამოქმედდა. მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19 შესაძლებლობა აქვთ პორტალზე დარეგისტრირდნენ.


112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.


აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.


ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა და მეორეს მხრივ 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება.