✅ საჯარიმოდან მანქანის გაყვანა 100 ლარადაა შესაძლებელი.

112-ის საჯარიმო სადგომზე გადმოყვანის და დგომის საფასურიდან თავისუფლდება ყველა ის პირი, ვისი ავტომობილიც 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე გადაიყვანეს 112-ის საჯარიმო ავტოსადგომზე.

📅 შეღავათით სარგებლობის ვადა იწურება 2021 წლის 14 სექტემბერს!

✅ავტომობილის მფლობელი ვალდებულია, წარადგინოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვა, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დასრულებულია ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება.


☎ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 032 2 41 96 91