შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა – გიორგი არსოშვილმა, მოადგილეებთან ერთად, პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს: ქალაქ ლოძის პოლიციის სამხარეო შტაბის კრიმინალური დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს – ადამ ჟურეკს და ინტერპოლისა და ევროპოლის SIRENE და LNO ქსელის მეშვეობით საერთაშორისო კრიმინალური ინფორმაციის გაცვლის რეგიონულ მეკავშირე ოფიცერს – ვლოძიმერ ლესიევიკს უმასპინძლა.

„112“-ის დირექტორმა პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ესაუბრა.ვიზიტი განხორციელდა CEPOL-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

[/su_spoiler]