საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”-ის ამოცანებია:
- გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − “112”-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;
- უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
- ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 22.10.2021
თანამდებობრივი სარგო: 1750 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: 1
ფუნქციები:
- პროექტების სრული ციკლის მართვა (დაგეგმვა, განხორციელება, ბიუჯეტირება, კოორდინაცია, პროცესის მართვა და მონიტორინგი);
- ადგილობრივ, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან პროექტებით დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112″-ში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება, საერთაშორისო გამოცდილებების შესწავლა და ახალი პროექტების ინიცირება;
- ანგარიშების მომზადება და საპროექტო განაცხადების შედგენა;
- რელევანტური დოკუმენტაციის თარგმნა ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით;
მოთხოვნები:
მინიმალური განათლება: ბაკალავრი;
სამუშაო გამოცდილება: 3 წელი, პროექტების მართვის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონეზე.
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word; Excel; PowerPoint; Project.
უნარები:
- პროექტების ინიცირების, წერის, დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- საქმიანი მიმოწერის წარმოების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია-პრეზენტაციის კარგი უნარები;
- მაღალი ანალიტიკური აზროვნების უნარები;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
შსს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”-ში დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდისა და შეფასების სისტემის საფუძველზე კარიერული განვითარების საშუალებას;
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- შშმ პირებისთვის ადაპტირებულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორაციული ტელეფონის ნომერს;
- ტრანსპორტით უზრუნველყოფას.
დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებგვერდზე www.112.gov.ge
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@112.ge ან გამოგვიგზავნოთ www.hr.gov.ge-ის მეშვეობით.