შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორი – გიორგი არსოშვილი სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ახალ ხელმძღვანელს – სარა რუპერტს და ამავე ბიუროს თანამშრომლებს შეხვდა.
„112“-ის დირექტორი INL-ის წარმომადგენლებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, კერძოდ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის დანერგილი ვირტუალური მონიტორინგის პროცესებს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.