ორგანიზაცია: შსს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“- ის ადმინისტრაციის (სამმართველო) ანალიზისა და პროექტების მართვის სამსახური
პოზიციის დასახელება: ანალიტიკოსი
ორგანიზაციის შესახებ:
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანებია:
- გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;
- უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
- ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი.
თანამდებობრივი სარგო: 1660 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
ფუნქცია- მოვალეობები:
- არსებული მონაცემთა ბაზებიდან (SQL) ინფორმაციის ამოღება, სხვადასხვა ტიპის რეპორტების შექმნის მიზნით;
- მონაცემთა ანალიზი, პრობლემების იდენტიფიკაცია და ცვლილების ინიცირება;
- ბიზნეს პროცესების ანალიზი და მოდელირება;
- ბიზნეს/ტექნიკური ამოცანის სწორად ჩამოყალიბება და შემდგომ შედეგების ტესტირება;
- არსებული და ახალი ბიზნეს-პროცესების ანალიტიკური მხარდაჭერა;
- ანალიტიკის მოდელების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- SQL მონაცემთა ბაზების სტრუქტურისა და ძირითადი პროცესების საფუძვლიანი ცოდნა;
- აუცილებელია ბიზნეს- ანალიტიკის და SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- MS Office-ის პროგრამების (Microsoft Excel, Word, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის უნარი;
- ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
შსს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ – ში დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
– პროფესიული ზრდისა და შეფასების სისტემის საფუძველზე კარიერული განვითარების საშუალებას;
– თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
– შშმ პირებისთვის ადაპტირებულ სამუშაო გარემოს;
– ჯანმრთელობის დაზღვევას;
– კორპორატიული ტელეფონის ნომერს;
– ტრანსპორტით უზრუნველყოფას.
დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებგვერდზე www.112.gov.ge
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@112.ge ან მიყევით ბმულს