შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერი – ჯეიმს ულინი ესტუმრა.
„112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა სტუმარს საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარება გააცნო, ასევე, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ესაუბრა.