შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სასწავლო ცენტრს, მიენიჭა უფლება, განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა – „საკონტაქტო ცენტრის დისტანციური მომსახურების სპეციალისტი“.

პროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შემდგომ, მსმენელები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.

სასწავლო ცენტრს შესაძლებლობა აქვს, ქოლ-ცენტრის ოპერატორების გადამზადების სერვისი შესთავაზოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სასწავლო ცენტრი 2015 წელს ჩამოყალიბდა. ცენტრი მუდმივად ზრუნავს 112-ის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ასევე, ამ მიმართულებით მომსახურებას უწევს მომიჯნავე სამსახურებსა და სხვა ორგანიზაციებს.

[/su_spoiler]