შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112″-ის დირექტორი, გიორგი არსოშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის – უსაფრთხოების ზამთრის სკოლის მონაწილეებს შეხვდა.

შეხვედრაზე, გიორგი არსოშვილმა სტუდენტებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის საქმიანობა და გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარება გააცნო. ასევე, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ესაუბრა.

[/su_spoiler]