შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელი ამერიკული პროგრამა ProQA-ს საპოლიციო პროტოკოლის დაინერგა.

„112“-ის სასწავლო ცენტრში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გადამზადდნენ.ამჟამად „112“-ში სახანძრო-სამაშველო პროტოკოლი სრულად ამოქმედებულია და ოპერატორები შემოსულ შეტყობინებებს სწორედ აღნიშნული პროტოკოლის მიხედვით მართავენ.

ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელი ამერიკული პროგრამა ProQA 25 წელზე მეტია არსებობს, ნათარგმნია 30-მდე ენასა და დიალექტზე და 50-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი. სისტემა სამი პროტოკოლისგან შედგება – საპოლიციო, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო.

„112“-ის ოპერატორი ამ პროტოკოლების მეშვეობით მაქსიმალურად მცირე დროში იღებს ზარის ინიციატორისგან სრულყოფილ, ამომწურავ და რეალურად საჭირო ინფორმაციას გადაუდებელი დახმარების შემთხვევისა და მისი სიმძიმის შესახებ.

პროგრამის მთავარი უპირატესობებია: საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად მართული ზარები, ინციდენტის პრიორიტეტის მაღალი სიზუსტით დადგენა და პირველი დახმარების სატელეფონო ინსტრუქციები.

[/su_spoiler]