3 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტ „დარბის ყველა, დარბის მთელი მსოფლიო, დარბის საქართველო!“-ს ფარგლებში. ზურგის ტვინის დაავადების მქონე პაციენტთა დასახმარებლად, მსოფლიოს მასშტაბით გამართული საქველმოქმედო ღონისძიება, ერთდროულად 5 კონტინეტზე, 35 ქვეყანაში ჩატარდა.

საქართველოში საერთაშორისო მარათონი კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით გაიმართა.

საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული ფული სრულად გადაერიცხება „Wings For Life“-ის კვლევის ფონდს. თანხა იმ სამეცნიერო კვლევებს მოხმარდება, რომელთა საშუალებითაც ზურგის ტვინის დაავადებების განკურნება შესაძლებელი გახდება.

[/su_spoiler]