2015 წლის, 14-15 მაისს, ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში კლასიკური მუსიკის მე-8 რესპუბლიკური ფესტივალი „მომავლის ვარსკვლავები 2015“-ის გალა კონცერტი გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტი უკვე მესამე წელია ამ ფესტივალის მხარდამჭერია.
ფესტივალში საქართველოს ყველა რეგიონიდან იღებენ ახალგაზრდები მონაწილეობას. 112-ის წარმომადგენლებმა ფესტივალის ფარგლებში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ასევე, ბავშვებს განემარტათ გადაუდებელი დახმარების ნომრის მნიშვნელობა, რა დროს და როგორ უნდა დაუკავშირდნენ 112-ს.