13 ოქტომბერს, ასოციაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის” (RDFG) კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სავაჭრო ცენტრ „აი ჯი მოლი საბურთალოს” ტერიტორიაზე საინფორმაციო ტიპის აქცია გამართა.

ღონისძიება თბილისის სკოლების ახალგაზრდულ კლუბებთან და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ -112-თან ერთად ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებისათვის ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა სახის საგანგებო სიტუაციაში აუცილებელი ქცევის წესების შესახებ, რათა გადაარჩინონ საკუთარი და სხვების სიცოცხლე.

ასოციაცია მსგავსი ტიპის აქციებს „სამხრეთ კავკასიის რეგიონში კატასტროფის რისკების შემცირების ღონისძიებების მდგრადობის უზრუნველყოფის” პროექტის ფარგლებში ECHO-ს და UNICEF-ის მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით მართავს.

ღონისძიება 112-ის საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელებას, სახვადასხვა სახის იმიტირებულ თამაშსა და წარმოდგენას მოიცავდა. ასევე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია 112-ის ახალი სერვისის შესახებ, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითა და ვიდეო ზარით დაკავშირებას საშუალებას აძლევს.

[/su_spoiler]