2015 წლის 15 ოქტომბერს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ბულგარეთის რეპუბლიკის ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი – რუმიანა ბაჩვაროვა შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს ესტუმრა.
ბულგარეთის რეპუბლიკის დელეგაციის წევრებს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და 112-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი – 112 პირადად დაათვალიერებინეს.
ბულგარეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს და დელეგაციის სხვა წევრებს საშუალება მიეცათ, ადგილზე გაცნობოდნენ 112-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას და დაკვირვებოდნენ ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს. სტუმრები 112-ის სამომავლო გეგმებით და სამსახურის მიერ დანერგილი სერვისებითაც დაინტერესდნენ და მასპინძელმა მხარემ აღნიშნული ინფორმაცია პრეზენტაციის სახით წარმოადგინა.
აღსანიშნავია, რომ 15 ოქტობერს საქართველოს და ბულგარეთის რესპუბლიკის შს მინისტრებმა ხელი მოეწერეს ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას „საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ”. შეთანხმება მიზნად ისახავს საგანგებო სიტუაციების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და ამისთვის შესაბამის სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
შეხვედრის დასასრულს, ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერსა და დელეგაციის წევრებს 112-ის წარმომადგენლებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.