2015 წლის 27 ოქტომბერს, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე კობრუსევი ეწვია. სტუმრებმა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის – 112-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ბელარუსის შს მინისტრის მოადგილეს და დელეგაციის წევრებს 112-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა პირადად დაათვალიერებინა ოპერატორების სამუშაო გარემო. სტუმრები დააკვირდნენ ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და 112-ის სამომავლო გეგმებითა და სამსახურის მიერ დანერგილი სერვისებით დაინტერესდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს შსს-ს აკადემიასა და ბელარუსის შსს-ს აკადემიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა. მემორანდუმის მიზანია კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში ორი ქვეყნის აკადემიას შორის პარტნიორული ურთიერთობების გამყარება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 29 ოქტომბერს, გარდა 112-ის დეპარტამენტისა ბელარუსის დელაგაცია ასევე გეგმავს შსს-ს სხვადასხვა უწყებაში ვიზიტებს.

[/su_spoiler]