2015 წლის 19 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს, პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის” ფარგლებში, წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები გაეცნენ სამსახურისა და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას, მიიღეს ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ნომრის – 112-ის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. ასევე, მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე. გაიგეს, რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადების გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით.
პროექტის მიზანია, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. ასევე, ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების, მართლშეგნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა.