შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრა.
112-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა სტუმრებს პირადად უმასპინძლა. დელეგაციის წევრები 112-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დაესწრნენ.
ექსპერტებმა, 112-ის წარმომადგენლებთან ერთად, რისკის დროს ინფორმირებისა და კომუნიკაციის, ადრეული გაფრთხილების, საფრთხის გამოვლენის, მონიტორინგისა და შეტყობინების საკითხები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს 112-ის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.