2015 წლის 30 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავალი თაობის“ პროგრამაში ჩართული სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სკოლა „ოპიზას“ მოსწავლეებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ სამსახურისა და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას. სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომრის – 112-ის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. ასევე, მოზარდებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე. გაიგეს, რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადების გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით.

112-ში სტუმრობის დროს სკოლის მოსწავლეებმა სამსახურის წარმომადგენლებისგან შეიტყვეს, თუ რა ზიანის მომტანია ცრუ ზარის განხორციელება 112-ზე და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებში. ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, 112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის შესახებ, რომელიც მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვისაა განკუთვნილი.

[/su_spoiler]