შსს-ს პროექტი „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის” გრძელდება.
პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
სტუმრებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს და გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს. ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალურად აუხსნეს, თუ რა შემთხვევაში უნდა დარეკონ გადაუდებელი დახმარების ნომერზე და როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან.
მოზარდებმა ასევე შეიტყვეს, თუ რა ზიანის მომტანია 112-ში ცრუ ზარის განხორციელება და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებში.