შსს-ს პროექტი „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის” გრძელდება.
პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს ქ.თბილისის 117-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის შესახებ, თუ რა შემთხვევაში უნდა დარეკონ 112-ზე და როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან. მოზარდებმა ასევე შეიტყვეს, თუ რა ზიანის მომტანია 112-ში ცრუ ზარის განხორციელება და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებში.