გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი აგრძელებს SMS და ვიდეო ზარის მომხმარებელთა რეგისტრაციის პროცესს.
2015 წლის 16 დეკემებრს, 112-ის წარმომადგენლებმა 15-მდე ყრუ და სმენადაქვეითებული პირი დაარეგისტრირეს. ასევე, სტუმრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სერვისის შესახებ და დაათვალიერეს 112-ის ქოლ-ცენტრი.
112-ის მიზანია SMS და ვიდეო ზარის სერვისის ბაზაში დაარეგისტრიროს საქართველოში მცხოვრები ყველა ყრუ და სმენადაქვეითებული პირი, რათა მათ საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად შეძლონ გადაუდებელი დახმარების ნომრით სარგებლობა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს და სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია 112-ის ვებგვერდზე: www.112.ge