გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა, 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლების და სამსახურის ეფექტური მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, თანამშრომლები გადაამზადა.

„მედიქლაბჯორჯია”-ს რესურსცენტრში, ოპერატორებმა შეისწავლეს ყველა ძირითადი სამედიცინო ინციდენტის ტიპი და მიიღეს საჭირო ინფორმაცია თუ, როგორ უნდა მართონ სატელეფონო ინტერვიუ ზარის ინიციატორთან ეფექტურად.

სასწავლო კურსი „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ზარის მიმღებთათვის” 112-ის 130-მა თანამშრომელმა წარმატებით გაიარა. კურსის დასასრულს მათ სპეციალური მეთოდური სახელმძღვანელო და სერთიფიკატები გადაეცათ.

[/su_spoiler]