„112″ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ პრევენციის მიზნით, შესაბამის სამსახურებს შეამოწმებინონ ბუნებრივი აირის დანადგარები, რათა თავიდან იქნას არიდებული ფატალური შემთხვევები და მინიმუმამდე შემცირდეს მატერიალური ზარალის ოდენობა.
„112″-ის მისიაა, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო დროის შემცირება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოქალაქემ მყისიერად დარეკოს ცენტრში, რათა „112-ის ოპერატორების მიერ ოპერატიულად მოხდეს, შესაბამისი, სამაშველო სამსახურების მობილიზება შემთხვევის ადგილზე.
ცნობილია, რომ „112″-მა მოსახლეობას დაკავშირების, ალტერნატიული, ახალი გზა შესთავაზა – ხანძრის და მხუთავი აირისა (ჩO) დეტექტორების ჩართვა „112″-ის სისტემაში. აღნიშნული სერვისის მიზანია, მხუთავი აირისა (ჩO) და ხანძრის კერის წარმოქმნისთანავე საფრთხის პრევენცია, ფატალური შედეგების დადგომამდე.
„112″-მა მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ახალი სერვისი მოსახლეობის ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს.
დაწყებულია მუშაობა პროექტის კორექტირებაზე, რაც ითვალისწინებს სერვისში ჩართვის საფასურთან დაკავშირებული საკითხის ცვლილებას. აბონენტი საკუთარი რესურსით დააყენებს დეტექტორს ან/და თუ უკვე სარგებლობს არსებული პროდუქტით, აღარ გადაიხდის „112″-ის სერვისში ჩართვის და ყოველთვიური მომსახურების სააბონენტოს.