2014 წლის, 28 მარტს, ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრი დაილის ალფონსას ბარაკაუსკასი, დელეგაციასთან ერთად, შსს-ს გადაუდებელი დამხარების ოპერატიული მართვის ცენტრს ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს „112″-ის შენობა და ადგილზე გაეცნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას. საკუთარი გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, დეტალურად გაეცნენ ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობასა და ფუნქცია-მოვალეობებს.
ვიზიტის დასასრულს, „112″-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.