დღეს, პოლონეთის ქალაქ ვარშავაში, საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიური კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს „112″-ის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებიან. ყოველწლიური კონფერენცია ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, დემეტრიოს პიროსმა, გახსნა.

„მნიშვნელოვანია, საქართველოს „112″-ის მონაწილეობა საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ კონფერენციაში. წელს საქართველოს დელეგაციას წილად ხვდა უპირატესობა, წარდგეს კონფერენციის მონაწილე 44 ქვეყნის წინაშე, როგორც ერთ-ერთი სპიკერი ქვეყანა. ასევე, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნის სტენდის გვერდით განთავსებულია საქართველოს „112″-ის წარმომადგენლობითი სტენდი. სტენდი საშუალებას აძლევს კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას, გაეცნოს ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ პრომო მასალასა და სამუშაო პროგრამას (Eღჩ), რომელშიც მუშაობენ „112″-ის ოპერატორები.” – განაცხადა გახსნითი სიტყვით გამოსვლისას დემეტრიოს პიროსმა.

ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1999 წელს შეიქმნა ბრიუსელში. ასოციაციის მიზანია, ევროპის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის – 112-ის დანერგვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ეფექტური მუშაობისთვის ხელის შეწყობა. 2013 წლის 3 სექტემბრიდან საქართველოს „112″ ამ ორგანიზაციის წევრია.

[/su_spoiler]