აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, „112″-ის წარმომადგენლები თბილისში არსებულ მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლს – „სიკეთის ლამპარი” ესტუმრნენ.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის თანამშრომლებმა მოხუცებს სხვადასხვა პროდუქტი და პირველადი დახმარების მედიკამენტები მიუტანეს.

„სიკეთის ლამპარში” 25 მოხუცი ცხოვრობს, მათ შორის, უხუცესი კი ასი წლის თამარ გაბუნიაა.

[/su_spoiler]