შსს 112-ის დეპარტამენტი კლასიკური მუსიკის (ხელოვნების) საერთაშორისო ფესტივალის – „მომავლის ვარსკვლავები 2014″-ის მხარდამჭერია.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი მეორე წელია ხელოვნების ფესტივალის მხარდამჭერია და მიესალმება ახალგაზრდა თაობის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას.

11-12 მაისს, „მომავლის ვარსკვლავები 2014″-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები 112-ის წარმომადგენლებმაც გადასცეს.