საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის დელეგაცია ეწვია, რომელისაც კრიმინალთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის უფროსი, გენერალი ფრანც ლანგი ხელმძღვანელობს.

დღეს გაიმართა დელეგაციის წევრების შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვის სფეროში საერთაშორისო კოორდინაციის პროექტის (ILEჩU) საქართველოში განხორციელების დეტალები განიხილეს, რომლის იმპლემენტაციის პროცესს აქტიურად უჭერს მხარს ავსტრიული მხარე. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოების, დანაშაულთან ბრძოლისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

დღესვე, ავსტრიის ფედერალური კანცელარიის უფროსი გენერალი ფრანც ლანგი შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112″-ს ესტუმრა და ცენტრის დირექტორს გიორგი ბიჭაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა „112″-ის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. ავსტრიის ფედერალური კანცელარიის უფროსმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის და „112″-ის ერთიანი ელექტრონული სისტემის – Eღჩ-ის (Eმერგენცყ ღესპონსე ჩენტერ) ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს, ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ავსტრიის ფედერალური კანცელარიის უფროსის გენერალ ფრანც ლანგის „112″-ში ვიზიტის მიზანია საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების გაზიარება.

[/su_spoiler]