შინაგან საქმეთა სამინისტროს „112″ის დეპარტამენტმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად, ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა – „112″-მა წარმოადგინა „GPშ ტრეკერი”, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ტურისტებს დაეხმარება. „GPშ ტრეკერი”, სატელიტური სისტემის საშუალებით, ტურისტის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრას უზრუნველყოფს და განგაშის (ე.წ. “შOშ”) სიგნალს ცენტრში აგზავნის. აღნიშნული კი, გადაუდებელ შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას უზრუნველყოფს.
„112″-ის მიერ წარმოდგენილი იყო ერთიანი ელექტრონული პროგრამა, რომელშიც გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ოპერატორები და დისპეტჩერები მუშაობენ. ასევე, მონიტორები, რომლებზეც მიმდინარეობს გზების კონტროლი ქალაქის მასშტაბით და ვიდეო რგოლი „112″-ის სამომავლო, ინოვაციურ, პროექტებთან დაკავშირებით.