შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი – 112 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა დაათვალიერა. ცენტრის მუშაობის სპეციფიკა ელჩს 112-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა გააცნო.

რიჩარდ ნორლანდისა და გიორგი ბიჭაშვილის შეხვედრის მთავარი თემები 112-ის სამომავლო პროექტების განხორციელებაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და 911-ის გამოცდილების გაზიარების საკითხებს შეეხებოდა.

შეხვედრაზე 112-ის წარმომადგენლებმა რიჩარდ ნორლანდს ცენტრში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

დელეგატებმა 112-ის ქოლცენტრი დაათვალიერეს და სამუშაო პროცესი დაათვალიერეს. რიჩარდ ნორლანდი ოპერატორების მუშაობის პირობებითაც დაინტერესდა. ყურადღება გამახვილდა გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს 112-ის დირექტორმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

[/su_spoiler]