2014 წლის, 16 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, 112-ის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ირლანდიაში, ქალაქ ნავანში, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაემგზავრნენ.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი, უახლოეს მომავალში გეგმავს შშმ პირებისათვის 112-ზე წვდომის უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით დაკავშირებას. ამ მხრივ, ირლანდიას უკვე რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს და მათ ქვეყანაში, საგანგებო სიტუაციის დროს 112-თან დაკავშირების ეს გზა კარგად აპრობირებულია.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ქართული მხარე ეწვევა ირლანდიის გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრს (Bთ ჩომმუნიცატიონ Iრლანდ Lიმიტედ). 112-ის წარმომადგენლები სამი დღის განმავლობაში ადგილზე დააკვირდებიან მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაკავშირების მუშაობის სპეციფიკას. ტრენინგზე მოხდება, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

სასწავლო ვიზიტის დასრულების შემდეგ, UNDP-ის ხელშეწყობით თბილისში გაიმართება სემინარი, რომლის ფარგლებში 112 შეიმუშავებს საკუთარ მოდელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მარტივი და ეფექტური დაკავშირებისათვის.
სასწავლო ვიზიტის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) მხარდაჭერით.