2014 წლის, 6-7 ნოემბერს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს – 112 ეწვია რუმინელი ექსპერტი, მარიუს რუსო. სამუშაო ვიზიტი მიზნად ისახავდა 112-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომლებისთვის კონსულტაციების გაწევას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და ვიდეო ზარის საშუალებით 112-თან დაკავშირების პროექტის ფარგლებში.

მხარეებმა ისაუბრეს ვიდეო ზარის დანერგვისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებზე, გაცვალეს მოსაზრებები არსებულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით და იმსჯელეს გამოწვევებისა და რისკების თავიდან აცილების გზებზე, რაც მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებული იმპლემენტაციისათვის.

112 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (ყრუ და სმენადაქვეითებული) პირებისათვის ქოლ-ცენტრთან დაკავშირების ალტერნატიულ არხს ნერგავს. აღნიშნული გულისხმობს 112-თანმოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით დაკავშირებას.

ზემოაღნიშნულ პროექტს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცეტრი – 112 გაეროს განვითარების პროგრამასთან UNDP Gეორგია-თან ერთად ახორციელებს.

[/su_spoiler]