2014 წლის, 27-28 ნოემბერს, ესპანეთში, ქ. მადრიდში HეEღO-ს (Hარმონიზედ ეჩალლ Eუროპეან Pილოტ) დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც საქართველოს 112-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციის ფარგლებში შეჯამდა HეEღO 2-ის პროექტის შედეგები და ჩატარებული სამუშაოები.

HეEღO-ს პროექტი 2011 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და გულისხმობს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ეჩალლ მოწყობილობით აღჭურვილი ავტომანქანიდან საგანგაშო სიგნალისა და ლოკაციის შესახებ ინფორმაციის პირდაპირ 112-ში გაგზავნას.
HეEღO-ს პროექტში ჩართულმა თითოეულმა ქვეყანამ, საპილოტე ვერსიების სახით, კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ეჩალლ-ის შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინეს.
2017 წლის 1 ოქტომბრიდან 112-ს, ევროპის მასშტაბით, შესაძლებლობა ექნება ეჩალლ-ის საშუალებით მიიღოს შეტყობინება, ხოლო 2018 წლის პირველი ნახევრიდან, ევროკავშირის კანონმდებლობით, ეჩალლ სავალდებულო გახდება ყველა ტიპის ავტომანქანისათვის.
კონფერენცია ევროკომისიის ეგიდით, EღთIჩO Iთშ EUღOPE-სა და Eუროპეან Eმერგენცყ Nუმბერ Aსსოციატიონ-თან (EENA) კოორდინირებულად ჩატარდა. მასპინძელი მხარე კი ესპანეთის საპილოტე პროექტის კოორდინატორი Dირეცციონ Gენერალ დე თრაფიცო (DGთ) იყო.
ღონისძიებას 40-ზე მეტი ქვეყნის, 200-მდე დელეგატიესწრებოდა, მათ შორის საგანაგებო სიტუაციების სამსახურების და მობილური ოპერატორების წარმომადგენლები.

HეEღO-ს პირველი ეტაპი სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა (2011-2013 წ.წ) და 9 ევროპული ქვეყანა (გერმანია, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი, საბერძნეთი, იტალია, ჰოლანდია, რუმინეთი და შვედეთი) იყო ჩართული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებულ სამუშაოებში. HეEღO 2 დაიწყო 2013 წელს და 2 წელი გაგრძელდება, მეორე ეტაპს 6 ქვეყანა შეუერთდა (ბელგია, ბულგარეთი, დანია, ლუქსემბურგი, ესპანეთი და თურქეთი). ასევე, აღნიშნული პროექტის ასოცირებული პარტნიორები გახდნენ სხვა ქვეყნებიც, ეს სტატუსი კი მათ საშუალებას მისცემს, მიიღონ სარგებელი და გაიზიარონ HეEღO 1 და HეEღO 2 -ის პროექტებთან დაკავშირებული გამოცდილება.
ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, 112-ის წარმომადგენლები მადრიდის 112-ს ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ ოპერატიული მართვის ცენტრის მუშაობის სპეციფიკას.

[/su_spoiler]