„112″ გუდაურში გამართული სტუდენტური სამთო-სათხილამურო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მხარდამჭერი იყო. ტურნირი სამთო-სათხილამურო სპორტის ერთ-ერთ სახეობაში, „სკი კროს”- ში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ჩემპიონატის მთავარ მიზანს ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა წარმოადგენს.
ჩემპიონატში 16 გოგო და 16 ბიჭი იღებდა მონაწილეობას. გამარჯვება ვაჟებს შორის, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტმა დავით თედიაშვილმა, ხოლო გოგონებს შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა თეონა მელიქიშვილმა მოიპოვეს. პირველ ადგილზე გასულ ახალგაზრდებს „112″ – გან სამახსოვრო საჩუქრად იPოდ-ები გადაეცათ.
„112″ მხარს უჭერს ახალგაზრდა თაობის ჩართულობას მსგავსი სახის ღონისძიებებში და აპირებს აქტიურად გააგრძელოს სპორტის სხვადასხვა სახეობების მხარდაჭერა.