საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112″ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, რადგან საქართველოში სინოპტიკოსები სამი დღის განმავლობაში ამინდის მკვეთრ გაუარესებას და ძლიერ ქარებს პროგნოზირებენ. „112″ – ის დირექტორის, გიორგი ბიჭაშვილის განკარგულებით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სამსახური სრულ მზადყოფნაშია, იმუშაოს განსაკუთრებულ რეჟიმში.

საგანგებო რეჟიმში მუშაობის მიზანია, „112″ – ის სადისპეტჩერომ ოპერატიულად მიიღოს ზარები და განახორციელოს ზარების დროული დისპეტჩერიზაცია, საქართველოს მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით.