შსს სსიპ – &ქუოტ;112&ქუოტ;-ს საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების ატაშე სტეფან როპერსი ესტუმრა, რომელიც საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებული სიტუაციით დაინტერესდა.

სტეფან როპერსის ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებდა. &ქუოტ;112&ქუოტ;-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა სტუმარს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი დაათვალიერებინა და პრეზენტაციის სახით დეტალურად გააცნო 112-ის, როგორც ერთიანი საგანგებო ნომრის მუშაობის სპეციფიკა.

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, დასახეს სამომავლო გეგმები, ისაუბრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში მიღებული ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობაზე და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაზე.