ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით „112″-ს აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. შეხვედრის ფარგლებში მოზარდებმა დაათვალიერეს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, ადგილზე დააკვირდნენ „112″-ის მუშაობის სპეციფიკას.
„112″ წარმომადგენლებმა ბავშვებს პრეზენტაციის სახით გააცნეს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ფუნქციები და სამომავლო გეგმები. ვიზიტის დასასრულს სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

[/su_spoiler]