„112″-ის დეპარტამენტს ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ შუნევიჩი, მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ესტუმრნენ.

სტუმრებმა დაათვალიერეს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, გაესაუბრნენ „112″-ის ქოლ ცენტრის ოპერატორებს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოში ერთიანი საგანგებო ნომრის მართვის შესახებ.

„112″-ის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით გააცნეს სტუმრებს დეპარტამენტის სამომავლო გეგმები. დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს „112″-ის განვითარების სტრატეგია და აღნიშნეს, რომ საქართველოს გამოცდილება საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში, დასახული მიზნის წარმატებულად განხორციელებაში დაეხმარებათ, რომელიც ბელარუსში „112″-ის შექმნას ემსახურება.