28 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს „112″-ის დეპარტამენტში ისრაელის კონსული საქართველოში ჰერცელ მაიმონი იმყოფებოდა.

კონსულმა დაათვალიერა „112″-ის ქოლ ცენტრი და დააკვირდა სამუშაო პროცესს. ჰერცელ მაიმონმა „112″-ის წარმომადგენლებისაგან დეტალური ინფორმაცია მიიღო ერთიანი საგანგებო ნომრის, 112-ის, მართვის შესახებ საქართველოში.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.