„112″-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბოლნისის საგანმანათლებო სარეაბილიტაციო ცენტრ ,,განთიადის” ბავშვებს მიულოცა.
„112″-მა ერთი ლამაზი დღე აჩუქა ბავშვებს და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრირება საზოგადოებაში.
ცენტრის მიზანია, ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია. აქვე არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რომელთათვისაც სწავლება თერაპიული პროცედურებით ხორციელდება.
შეხვედრის დასასრულს პატარებმა „112″-ის დირექტორს საკუთარი ხელით გაკეთებული ნივთები უსახსოვრეს.