9 აგვისტოს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტის ფარგებში, ესტუმრა.

დელეგაციის წევრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112″ დაათვალიერეს, გაეცნენ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მუშაობის პრინციპს და გაესაუბრნენ თანამშრომლებს.

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოში პოლიციის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ გასპარიანის ხელმძღვანელობით, ორდღიანი ვიზიტით, იმყოფება.

[/su_spoiler]