ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი იცხაკ აჰარონოვიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112″-ს ესტუმრნენ.
დელეგატებმა დაათვალიერეს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი და და ადგილზე გაეცნენ &ქუოტ;112&ქუოტ;-ის მუშაობის სპეციფიკას.
„112″-ის წარმომადგენლებმა გააცნეს დელეგატებს ინფორმაცია, საქართველოში, გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის შესახებ. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ამომწურავი პასუხი მიეღოთ მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე, რაც „112″-ში არსებულ მომსახურების დროსა თუ ხარისხს შეეხებოდა. დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს „112″-ის მუშაობა და სამომავლოდ, ისრაელში გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის დანერგვის და აღნიშნულ სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვეს.