21 აგვისტოს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატის დელეგაცია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112″-ს ესტუმრა.
სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია „112″-ში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.