29 აგვისტოს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი, საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჯორჯ ფსიახასმა დაათვალიერა.

სტუმარი ადგილზე გაეცნო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, დადებითად შეაფასა ქვეყანაში გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის არსებობა და საქართველოში „112″-ის განვითარების კუთხით მიღწეული შედეგები.

აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის. გამოითქვა ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების სურვილი და ხაზი გაესვა მხარეებს შორის კონსულტაციების გამართვის მიზანშეწონილობას.

[/su_spoiler]